პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, კორცხელის ინციდენტის გამოძიების გარეშე პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებებს აზრი არ აქვს.
„კორცხელის ამ მასობრივი ძალადობის გამოძიების გარეშე და ამ ძალადობის უკან, რომ ვიცე პრემიერი კალაძე დგას, ეს ყველამ ვიცით. ამის გამოძიების გარეშე ნებისმიერი მსგავსი მოწოდება ცარიელი სიტყვაა“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
გუშინ გიორგი კვირიკაშვილმა საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ძალებს, სახელმწიფო უწყებებს და საზოგადოებას მიმართა. მან ყველას მოუწოდა, უმოკლეს დროში მიიღონ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსი; ასევე, სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, პოლიტიკური მიზნებისთვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ დაუშვან; მან პოლიციასაც მიმართა და მოუწოდა, რომ ყველაფერი გაკეთდეს არამარტო წესრიგის უზრუნველსაყოფად, არამედ დაძაბულობისა და ესკალაციის ნებისმიერი გამოვლინების პრევენციისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.