ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოსკოვს ნატო-რუსეთის სადამფუძნებლო აქტის დარღვევაში ადანაშაულებს.
გერმანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ალიანსის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სადამფუძნებლო აქტი ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას ითვალისწინებს, თუმცა რუსეთმა უპატივცემულობა გამოხატა საქართველოსა და უკრაინის მიმართ, ვინაიდან ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია.
სტოლტენბერგის თქმითვე, ყველაფერი, რასაც ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე აკეთებს არის პასუხი რუსეთის ქმედებებზე.
„არავინ საუბრობდა ალიანსის აღმოსავლეთით ასეთი სამხედრო წარმომადგენლობის გაგზავნაზე, ვიდრე რუსეთმა არ მოახდინა ყირიმის უკანონო ანექსია და სამხედრო ძალის გამოყენებით უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციას შეუწყო ხელი", - ამბობს სტოლტენბერგი ინტერვიუში.
ნატოს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ კვლავ ძალაში უნდა დარჩეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.