ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიები ფართოვდება
21-06-2016, 05:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისისა და ქუთაისის სასამართლოებს, ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავისა და გორის სასამართლო დაემატება.

 

 

აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებები „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შედის, რომელიც მთავრობის ინიციატივაა და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

 

 

საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იხილავს.  

 

 

მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის ინფორმაციით, სამოქმედო ტერიტორიების გაზრდა სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკას შეესაბამება, სადაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რაიონულ ცენტრებში მოქმედებს.

 

 

ცვლილებები ნაფიც მსაჯულთა შერჩევის კრიტერიუმებზეც გავრცელდება - მცირდება იმ შეზღუდვების ჩამონათვალი, რომელიც პიროვნების ნაფიც მსაჯულად შერჩევის ზღუდავდა. კერძოდ, ჩამონათვალიდან ამოდის განსაზღვრული პროფესიების წარმომადგენლები, როგორებიცაა: გამომძიებელი, პოლიციელი, იურისტი, ფსიქოლოგი და ფსიქიატრი.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი