ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ
21-06-2016, 06:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ, 2017 წლის იანვრის ბოლომდე ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტოს, "რია ნოვოსტის" ევროკავშირის წარმომადგენელმა განუცხადა, რომელმაც ისურვა, მისი სახელი და გვარი არ დასახელებულიყო.

 

 

ევროკავშირის დიპლომატის განცხადებით, სანქციები უკრაინაში რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს უკავშირდება. 2017 წლის იანვრის შემდგომი ნაბიჯები კი იმ შეფასებაზე იქნება დამოკიდებული, რაც მინსკის შეთანხმების განხორციელებას უკავშირდება.

 

 

რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები უკრაინის მდგომარეობის გამო გართულდა. 2014 წლის ივლისის ბოლოს, ევროკავშირმა და აშშ-მ ცალკეულ ფიზიკურ პირებსა და კომპანიებზე, რუსული ეკონომიკის მთელ რიგ სექტორებზე, სანქციები დააწესეს. ამის საპასუხოდ, მოსკოვმა დააწესა შეზღუდვები სამომხმარებლო საქონლის ექსპორტზე იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მომხრენი იყვნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი