ახალქალაქში სტადიონის და წყალგაყვანილობის სისტემის აღდგენა დასრულდა
21-06-2016, 06:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წელს განსახორციელებელი ორი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. როგორც guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ედუარდ აღასარიანმა განუცხადა, ახალქალაქს რეაბილიტირებული სტადიონი და წყალგაყვანილობის სისტემა აქვს.

 


„დაგეგმილი გვქონდა, რომ სტადიონისა და წყალგაყვანილობის რეაბილიტაციას ივნისის შუა რიცხვებში დავასრულებდით, გეგმა შევასრულეთ.

 

 

სტადიონზე ძირითადად კეთილილმოწყობითი სამუშაოები ჩატარდა - გაკეთდა სკამები, გასახდელები, საპირფარეშოები. სამუშაოები დავიწყეთ ერთი თვის წინათ. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და მასზე ჯამში, 73 000 ლარი დაიხარჯა.
რაც შეეხება წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაციას, დავიწყეთ 5 მაისს და ძალიან დიდი სამუშაოები გავწიეთ. წყალგაყვანილობის პროექტი რეგიონული განვითარების ფონდმა 141 000 ლარით დააფინანსა“- აღნიშნა აღასარიანმა guardian.ge-სთან საუბრისას.

 


მისივე ცნობით, ამჟამად აქტიური სამუშაოები ადმინისტრაციულ ცენტრში ქუჩების მოასფალტებაზე მიმდინარეობს.

 


„რეაბილიტაცია გრძელდება კნუნიანცის, ანდრანიკ მარქარიანის, ვანციანა სპანდარიანის ქუჩებზე. ადმინისტრაციული ცენტრის 6 ქუჩა უკვე სრულად მოეწო. მიმდინარეობის პროცესშია ასევე ახალქალაქი-ბავრას დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პარალელურად, სრულდება სამუშაოები 8 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოების კეთილმოსაწყობად. გზების რეაბილიტაცია უკვე დასრულებული უნდა იყოს, თუმცა, ხშირი წვიმები გვიშლის ხელს“, - აღნიშნა ედუარდ აღასარიანმა და დაამატა, რომ მუნიციპალიტეტისთვის წელს განსაკუთრებულად პრიორიტეტულია მესაქონლეობა და მეკარტოფილეობა და სწორედ ამ კუთხით, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და ხელშეწყობა ხორციელდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი