მებაჟე ოფიცრებმა რამდენიმე პირს არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს
21-06-2016, 06:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციის საფუძველზე, კანონდარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

 

 

საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ კონტროლის ზონაში, მებაჟე ოფიცრებმა აზერბაიჯანის მოქალაქე ა.მ.-ისა და მისი თანმხლები პირების (ზ.ა., ა.ს. და ნ.ა.) ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ბრილიანტის თვლებით აღმოაჩინეს.

 

 

კერძოდ, ზ.ა.-ს აღმოაჩნდა 55,77 გრამი ოქროს ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 17636,61 ლარი, ხოლო ნ.ა.-ს - 53,92 გრამი ოქროს ნაკეთობები, საბაჟო ღირებულებით 15196,91 ლარი.

 

 

მათი განცხადებით, აღნიშნული ოქროს ნაკეთობები  ზემოთ აღნიშნულ პიროვნებას, ა.მ.-ს ეკუთვნოდა.

 

 

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 

 

მსგავსი ფაქტი გამოავლინეს საბაჟო გამშვები პუნქტის, „სადახლო-საავტომობილოს“, მებაჟე ოფიცრებმაც. მათ საქართველოს მოქალაქე ნ.მ.-ს, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, ხელბარგში 201,23 გრამი  არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები და 20,88 გრამი ვერცხლის ნაკეთობები აღმოუჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4518,91 ლარი შეადგინა.

 

 

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, პირს სანქციის სახით  4518,91ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.

 

 

 

  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი