ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი სოციალური პროგრამა ამოქმედდა, რომელიც 2012 წლის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარებას ითვალისწინებს. პროგრამის მიზანია სტიქიით დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაცია და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
როგორც guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, დღეს მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად სოფელ სამებაში 2012 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებულის ოჯახი მოინახულეს და საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.
გასულ წელს გამგეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული სამსახურების მიერ 2012 წლის მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დეტალური შესწავლა მოხდა, რის შემდეგაც მომზადდა სტიქიით დაზარალებულთა დახმარების პროგრამა. მიზნობრივი პროგრამის განხორციელებისთვის აჭარის მთავრობამ 1 137 933 ლარი გამოყო, ხოლო მუნიციპალური ბიუჯეტიდან 73 637 ლარი გამოიყო. სოციალური პროგრამის ფარგლებში მიწისძვრით დაზარალებული 134 საცხოვრებელი და 11 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აღდგენა-რეაბილიტაცია მოხდება, ხოლო 14 ოჯახზე, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის კომპენსაციები გაიცა. პროგრამის ფარგლებში ასევე აშენდება ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, სადაც 11 ოჯახი შესახლდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.