ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სკოლებთან, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან, რომ არ მოხდეს მათი პოლიტიზება, მცდელობები არის, - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ.
”გასაგებია, რომ წინასაარჩევნო პირობებია და ბევრი მხრიდან იქნება სურვილი ჩვენი სკოლა და უმაღლესი სასწავლებლები პროცესში ჩაერთონ. ჩვენ ყველანაირად მოვუწოდებთ და ვცდილობთ, რომ ასე არ მოხდეს. პრემიერის ინიციატივას ცალსახად ვეთანხმებით, რადგან გვგონია ქართველებმა უნდა მოვახერხოთ არჩევნები მიმდინარეობდეს მშვიდად, საერთო ფასეულობებზე დაყრდნობით და არა დისკრედიტაციის ფონზე, მით უმეტეს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რა თქმა უნდა, დაუშვებელია”, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
რაც შეეხება, ქალაქ რუსთავის მე-2 საჯარო სკოლაში ცოტა ხნის წინათ მომხდარ ფაქტს, მინისტრის ინფორმაციით, მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ სკოლაში აჩვენეს ეროვნული საოჯახო კონგრესის კადრები, სადაც გამომსვლელის ფონზე 26 მაისის, 7 ნოემბრის, ასევე 9 აპრილის კადრები იყო.
”ჩვენ ფსიქოლოგებთან ერთად ვმუშაობთ დავადგინოთ ასაკობრივ ჯგუფთან, მე-11 კლასელებისთვის რამდენად დასაშვები იყო მათთვის ამ კადრების ჩვენება და თუ აღმოჩნდა, რომ დასაშვები არ იყო, ამ შემთხვევაში რაღაც ზომებს აუცილებლად მივიღებთ. მე ვფიქრობ, ძალიან ცუდი აზრი იყო, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა სკოლაში ასეთი ვიდეოს ჩვენება. მეორე მხრივ, სამწუხაროდ, მედიაში იმდენ არასწორ რამეს ვაჩვენებთ ბავშვებს, მედიის მოვალეობაც ეს არის - ასახოს რეალობა, შესაბამისად, ამ ბავშვებს ასეთი რამეებიც აქვთ ნანახი და სხვაც. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევეცადოთ, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს, რათა ისინი ჯანსაღი ფსიქიკის და ფასეულობების მატარებლები იყვნენ”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.