ხონის მუნიციპალიტეტში სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქეებს საჩუქრად მექანიკური სავარძელ–ეტლები გადასცეს.
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, აქცია ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციის საფუძველზე არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" მხარდაჭერით განხორციელდა.
"შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჩვენი თანამოქალაქეებისათვის ეს დიდი დახმარებაა და მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზაციას "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის", რომელთან თანამშრომლობითაც შესაძლებელი გახდა ამ მეტად მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება," განაცხადა გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა ლეილა კინწურაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.