ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეზე მთავარი პროკურატური მიერ გამოძიების დაწყებას მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ეხმაურებიან.
„გამოძიების დაწყება, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რადგან არც ერთი კითხვაზე არ უნდა დარჩეს გაუცემელი პასუხი. თუ რატომ დაიწყეს სტრასბურგის სასამართლოს დასკვნის შემდეგ, ამის გაკეთება, მე ვფიქრობ, ეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად გადადგმული ნაბიჯია,“ - განაცხადა დავთ სერგეენკომ.
განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გამოძების დაწყება აუცილებელია.
„ვფიქრობ, რომ საფუძვლიანად, უნდა გაირკვეს იმისთვის, რომ არავის არ მიეცეს საშუალება, რომ გამოიყენოს ეს ამბავი თავის სასარგებლოდ,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.