იაპონიაში ონტაკის მთის სიახლოვეს, სადაც ვულკანი ამოიფრქვა, 31 მოლაშქრეა ნაპოვნი, რომელთაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობათ.
ბიბისის ცნობით, მოლაშქრეების სუნთქვა და გულისცემა შეწყვეტილია, მაგრამ სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე მათი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.
დაახლოებით 250 ადამიანი იმყოფებოდა ვულკანის ამოფრქვევის ადგილის ახლომდებარედ, მაგრამ მათმა უმეტესობამ მოახერხა უსაფრთხო ადგილამდე ჩაღწევა.
ტოკიოს დასავლეთით, 200 კილომეტრით დაცილებული მთის მიმდებარედ კვირას (28 სექტემბერი, 2014), ვულკანი მოულოდნელად ამოიფრქვა და ამის თაობაზე არავითარი გაფრთხილება არ ყოფილა გამოცემული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.