თამარ ჟვანია: ცესკო-ში ორი სარეფერენდუმო კითხვაა დარეგისტრირებული
21-06-2016, 07:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, ცესკო-ში ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია ორი სარეფერენდუმო კითხვა.

 

 

ამის შესახებ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ ერთ-ერთი კითხვა უკავშირდება ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვებას, ხოლო მეორე -  ქორწინების დეფინიციას.

 

 

ცესკო-ს თავმჯდომარის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას რეფერენდუმის დანიშვნის ან არდანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი იღებს.

 

 

„ორივე სარეფერენდუმო კითხვა დარეგისტრირებულია შესაბამისი წესით. პროცედურა ითვალისწინებს, რომ სამი თვის განმავლობაში საინიციატივო ჯგუფმა, რომელმაც სარეფერენდუმო საკითხი შემოგვთავაზეს, უნდა მოიტანონ 200 000 მხარდამჭერი ხელმოწერა. ჩვენ შემდეგ ერთი თვე გვაქვს რომ გადავამოწმოთ ხელმოწერები. ეს ყველაფერი ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება რეფერენდუმის დანიშვნის ან არდანიშვნის შესახებ“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

 

 

კითხვაზე, მოესწრება თუ არა აღნიშნული სარეფერენდუმო კითხვები ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პერიოდისთვის, ჟვანიამ განაცხადა, რომ ტექნიკურად ეს შესაძლებელია, თუმცა ვადები დამოკიდებულია სხვადასხვა რიგ ფაქტორებზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი