ასპინძის მუნიციპალიტეტში ვარძიის, ხერთვისის ციხისა და ვანის ქვაბების კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
21-06-2016, 08:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიული ძეგლების მიმდებარედ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში არაერთი სამუშაოს ჩატარება იგეგმება. ასპინძის გამგებლის, ლევან ცაბაძის განცხადებით, ხერთვისის ციხის კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. მისი თქმით, საუბარია ავტოპარკინგის, ცენტრალური ავტომაგისტრალიდან ციხის ქვედა გალავნის შესასვლელისაკენ საფეხმავლო გზის, ციხის კარიბჭის, ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრის, ძეგლის ადმინისტრაციის შენობის კეთილმოწყობასა და ასევე, კაფისა და მისი დამხმარე სათავსოების მოწყობაზე. აღნიშნულ საპროექტო სამუშაოებზე კი 45 000 ლარია გათვალისწინებული.

 

 

ლევან ცაბაძის განცხადებით, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, იგეგმება ვარძიის კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაც, რომელიც ითვალისწინებს კომპლექსის მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოება–რეაბილიტაციას, ასევე ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას მცირე საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზებით, საინფორმაციო კუთხისა და საზოგადოებრივი ტუალეტის გაკეთებას. ამასთან, გადასასვლელი ხიდიდან, სოფელ მირაშხნის მიმართულებით 3 კმ მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგება. საპროექტო სამუშაოების ღირებულება 30 000 ლარს შეადგენს.

 

 

ლევან ცაბაძის თქმით, გათვალისწინებულია ვანის ქვაბების კომპლექსის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურისა მოწყობაც, რომელიც ითვალისწინებს ძეგლის მიმდებარედ ავტოპარკინგის, შესასვლელი ბარიერის (შლაგბაუმის), საინფორმაციო ცენტრის შენობის მოწყობას. ძეგლზე უსაფრთხოებისათვის კი გაკეთდება მოაჯირები, ჯებირები და კიბეები. ვანის ქვაბების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ასევე წყალამრიდი სისტემაც მოეწყობა. საპროექტო სამუშაოებისათვის განსაზღვრულია 30 000 ლარი.

 


ასპინძის გამგებლის განცხადებით, დაგეგმილია წმ. გიორგის სახელობის აგარის დედათა მონასტრის გზის რეაბილიტაციაც, რაც გზის გაფართოებას და სანიაღვრე არხების გაკეთებას ითვალისწინებს. საპროექტო სამუშაოები 3 000 ლარით ფინანსდება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი