ადიგენის მუნიციპალიტეტეში რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა როინ ძაძამიამ ადგილზე მოინახულეს.
მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, სოფლების, ენთელი-ფხერო-შოყა-ოქროს ციხისა და დიდიზანავი-პატარა ზანავი- ჭულეს მონასტრის მიმართულებით გზების რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის საფარი იგება. აღსანიშნავია, რომ აქ ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა, წლების განმავლობაში, როგორც ადგილობრივებს, ისე ისტორიული ძეგლების დამთვალიერებლებს გრუნტის გზით სარგებლობა უწევდათ.
აქტიურად მიმდინარეობს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის, სოფელ პატარა სმადის და სოფელ დიდი სმადის სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოეწყობა რეზერვუარი და სათავე-ნაგებობა, ასევე განახლდება წყლის მაგისტრალური ქსელი. პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნული სოფლების მაცხოცხოვრებლებს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნებათ.
პროექტისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 209 500 ლარია გათვალისწინებული.
აქტიურად მიმდინარეობს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედუბანში ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოები პროექტის ფარგლებში მოეწყობა სამუშაო და საკონფერენციო ოთახები.
სამუშაოების შესასრულებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 22 049 ლარია გამოყოფილი.
მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში სარეკრეაციო სკვერის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ქვის დეკორატიული კედელი, საფეხმავლო ბილიკები ყინვაგამძლე ბეტონის ფილებით, დაიდგმება სკამები, ნაგვის ურნები და დამონტაჟდება ლამპიონები. პროექტის შესასრულებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 113 910 ლარი გამოიყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.