ხობის მუნიციპალიტეტს ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში მწერლები ესტუმრნენ
21-06-2016, 08:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

21 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტს ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში მწერლები ესტუმრნენ. სტუმრებს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებლის მოადგილემ, მახარე ჩოკორაიამ უმასპინძლეს. შეხვედრას კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შუალაია ესწრებოდა.

 


როგორც guardian.ge–ს ხობის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მწერლებს ხობის მუნიციპალიტეტის კულტურაზე, განათლების საკითხებსა და ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრნენ.

 


შეხვედრის შემდეგ კულტურის სახლის ფოიეში გამართულ ლიტერატურულ საღამოზე ეთერ თათარაიძემ, ამირან არაბულმა, მარსიანმა (გია ბენიძე), მანანა დუმბაძემ, რობერტ მესხმა, ნინია სადღობელაშვილმა, შარლოტა კვანტალიანმა და შორენა ლებანიძემ დამსწრე საზოგადოებას თავიანთი შემოქმედება გააცნეს, საკუთარი ნაწარმოებებიდან ფრაგმენტები წაიკითხეს და მათი შექმნის ისტორია გააცნეს. შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა ქალაქ ხობის თედო სახოკიას სახელობის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები და ლიტერატურული პრესა გადასცეს.

 


პროექტი "ცოცხალი წიგნები", რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში, მწერლების სტუმრობას, მკითხველთან შეხვედრას და მათ დაახლოებას წიგნთან.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი