ნინო ბურჯანაძე: კეთილი ინებოს მთავრობის მეთაურმა და მოიკითხოს, ვისი ბრალეულობით მოხდა ის, რომ მერაბიშვილი ლამის პოლიტპატიმრად გამოგვიცხადეს
21-06-2016, 08:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განაცხადებით, საქმე უნდა აღიძრას ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გაყვანის ფაქტის დამალვასთან დაკავშირებით.

 

 

„პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ჩატარდა გამოძიება აქამდე, ანუ პირველ რიგში, საქმე უნდა აღიძრას ვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გაყვანის ფაქტის დამალვასთან დაკავშირებით“, -  განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

მისი თქმით, ის, რომ დღეს დაიწყო გამოძიება ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის თაობაზე, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამაზე მთელი ევროპა ალაპარაკდა, სამარცხვინო და აღმაშფოთებელია.

 

 

„მოთხოვნა, რომ ამაზე დაწყებულიყო გამოძიება, არაერთგზის გახმოვანდა ქართულ საზოგადოებაში, მათ შორის, ჩემი და ჩემი თანამებრძოლების მხრიდან. არ აქვს მნიშვნელობა ვის ეხება დარღვევა, ვანო მერაბიშვილი იქნება ეს თუ აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი. მე მოვითხოვ დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ეს გამოძიება აქამდე არ ჩაატარეს და რომლებმაც თავიანთი უმოქმედობით და შეგნებული გარიგებით მოახდინეს ის, რასაც ევრო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება ჰქვია. კეთილი ინებოს გენერალურმა პროკურორმა და დასვას საკითხი - ვინ არ გამოიძია ეს თემა და ვისი ბრალეულობა იკვეთება. ასევე, კეთილი ინებოს მთავრობის მეთაურმა და არაფორმალურმა მეთაურმა და მოიკითხონ, ვისი ბრალეულობით მოხდა ის, რომ ვანო მერაბიშვილი ლამის პოლიტპატიმრად გამოგვიცხადეს.

 

 

მე ვამბობ, რომ ან ეს ხელისუფლება გარიგებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომ გაათეთროს მათი ლიდერები და ევროპის და ამერიკის ხელით მოაბრუნოს ისინი ხელისუფლებაში ან აბსოლუტურად უუნარო და გონებაშეზღუდულები არიან. ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც ხელისუფლებიდან უნდა წავიდნენ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი