სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო დასავლეთ საქართველოში ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს საღამო საათებიდან დასავლეთ საქართველოს მთელს სანაპირო ზოლზე მოსალოდნელია ძლიერი ქარი და უხვი ნალექი, სავარაუდოდ მდინარეებში წყლის დონე სახიფათოდ მოიმატებს.
ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი შტორმი. მსგავსი ოდენობის ნალექმა შესაძლოა გამოიწვიოს ღვარცოფული და მეწყრული მოვლენები, განსაკუთრებით აჭარის მაღალმთიანეთში, გურიასა და სამეგრელოს მაღალ ზონაში.
მეტეოროლოგების ვარაუდით აღნიშნული ვითარება 28 სექტემბის ღამესა და 29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება, ხოლო 29 სექტემბრის ღამისთვის ნალექის დონე და ქარის მაჩვენებელი სავარაუდოდ მოიკლებს.
“მივმართავთ მოსახლეობას, მაქსიმალურად მოერიდონ ზღვის სანაპირო ზოლსა და მდინარეების უშუალო სიახლოვეს, ასევე შეძლებისდაგვარად მოარიდონ შინაური ფრინველი თუ პირუტყვი საშიშ ზონებს.
ამ ეტაპისთვის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელობით, დასავლეთ საქართველოში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევს პრევენციულ ღონისძიებებს. სტიქიასთან საბრძოლველად მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყების რესურსი როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.
შეგახსენებთ, რომ გადაუდებელი დახმარებისთვის 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი 112“-აღნიშნულია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.