ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირის წევრთა უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას
21-06-2016, 09:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარინა კალიურანდის განცხადებით,  ესტონეთთან ერთად, ევროკავშირის წევრთა უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას.

 

 

ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა.

 

 

„ესტონეთთან ერთად, ევროკავშირის წევრთა უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას. ამაზე კითხვები არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ერთი კითხვა - როდის მოხდება?! ესტონეთის დღის წესრიგში რჩება ეს თემა, რადგან საქმე ეხება ნდობას და საქართველომ ყველა პირობა შეასრულა. ახლა ევროკავშირზეა დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა მარინა კალიურანდიმ.

 

 

სტრასბურგში ქართული დელეგაცია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. შეხვედრა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიის ფარგლებში გაიმართა.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი