მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასა და საეჭვო კორუფციული გარიგებების წარმოებაში ადანაშაულებს.
მოძრაობის წევრის, ხათუნა ლაგაზიძის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების გადაცემა გამარტივებული წესის საშუალებით წარმოებს. მისივე განცხადებით, ერთ-ერთ კომპანიასთან დადებული გარიგების ხარჯზე, ბიუჯეტმა 73 000 ლარით იზარალა.
"ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 6 თვის განმავლობაში პირდაპირი შესყიდვის წესით გაიცა 200 000 ლარი, მათ შორის, არის კომპანია, რომელთანაც ჯერ ხელშეკრულება გაფორმდა და შემდეგ მოხდა ამ კომპანიის ოფიციალური დაფუძნება,“ - აცხადებს ლაგაზიძე.
guardian.ge მოძრაობის ბრალდებებთან დაკავშირებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის პოზიციით დაინტერესდა, თუმცა, მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.