დევიდ ქამერონი: "ძალიან ახლოა; არავინ იცის რა მოხდება" – ხმის მიმცემთა რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დარეგისტრირდა დიდ ბრიტანეთში 23 ივნისის რეფერენდუმზე
22-06-2016, 00:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხმის მიმცემთა რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დარეგისტრირდა დიდ ბრიტანეთში 23 ივნისის რეფერენდუმზე, სადაც გადაწყდება დარჩება თუ გავა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან. ქვეყნის საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ თითქმის 46.5 მილიონმა (46, 499, 537) ადამიანმა ხელმოწერით დაადასტურა 23 ივნისის რეფერენდუმში ხმის მიცემის სურვილი. წინა მონაცემები, რომელიც 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებს შეეხება, ასევე მაღალ მაჩვენებელს შეადგენდა და ხმის მიცემამდე 46, 354, 197 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული.

 


გერმანული გამოცემა "დოიჩე ველე" წერს, რომ ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურად, ახლანდელ რეფერენდუმშიც, ირლანდიის მოქალაქეებს, რომლებიც ბრიტანეთში ცხოვრობენ – დაახლოებით 500, 000 ადამიანი – უფლება აქვთ ხმის მიცემის, ისევე როგორც ამგვარი უფლება გააჩნიათ თანამეგობრობის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბრიტანეთში ცხოვრობენ, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების კვიპროსისა და მალტის მოქალაქეებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვა მოქალაქეები კი რეფერენდუმში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

 


დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის მომხრეა, წინასწარმეტყველებს, რომ თუ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები ხმას მისცემენ დარჩენას, ქვეყანაში "ინვესტიციების ტალღა შემოიჭრება."

 


"ძალიან ახლოს ვდგავართ; არავინ იცის რა მოხდება," განუცხადა ქამერონმა ინტერვიუში გაზეთ "ფაინენშალ თაიმსს".

 


პრემიერ მინისტრმა თავის ბოლო მიმართვაში უფროსი თაობის მოქალაქეებს განსაკუთრებით მოუწოდა იფიქრონ იმ შედეგებზე, თუ რა გავლენას იქონიებს ევროკავშირის დატოვება ქვეყანასა და მომავალ თაობებზე. გამოკითხვის წინასწარი მონაცემები აჩვენებს თაობათა შორის ნათელ დაყოფას. ახალგაზრდები უფრო დარჩენას ემხრობიან, ხოლო უფროსი თაობის ადამიანების უმეტესი ნაწილი მხარს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას უჭერს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი