ნიკა მელია: მივიღეთ ივანიშვილი, რომელიც სახლიდან არ გამოდის და მართავს ქვეყანას 2-3 ადამიანის მეშვეობით და საერთოდ არ აინტერესებს რა ხდება ქვეყანაში
22-06-2016, 01:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის ათეულის წარმომადგენლის და პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ნიკა მელიას განცხადებით, ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხვდება, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მისი ფინანსები "გადამწყვეტი ვერ იქნება." იგი ამბობს, რომ 2012 წლის არჩევნებით ხალხმა მიიღო "ივანიშვილი, რომელიც სახლიდან არ გამოდის და მართავს ქვეყანას 2-3 ადამიანის მეშვეობით და საერთოდ არ აინტერესებს, რა ხდება ქვეყანაში."

 


ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთმა ლიდერმა ქუთაისში ამომრჩეველთან შეხვედრაზე ისაუბრა.

 

 

"ქართველებს გვაქვს ხასიათში, რომ ხვალინდელი დღე გვინდა დღეს და სწორედ ეს მოხდა 2012 წელს, როცა გამოჩნდა ადამიანი და თქვა, რომ მთავარია მოვიგოთ და გექნებათ იაფი ფული.

 


დღეს რა მივიღეთ?! მივიღეთ ივანიშვილი, რომელიც სახლიდან არ გამოდის და მართავს ქვეყანას 2-3 ადამიანის მეშვეობით და საერთოდ არ აინტერესებს, რა ხდება ქვეყანაში. მეტიც, მას გულწრფელად სჯერა, რომ სიტუაციის სიმძიმეს ჩვენ წარმოვაჩენთ. ამიტომ გვეძახის ორგანიზაციას, რომელიც დაკავებულია სიცრუის ტირაჟირებით.

 

 

"რუსთავი 2-ს" ამიტომ ებრძვის, ჰგონია რომ, რომ არა "რუსთავი 2", ხალხი არ შევიდოდა შეცდომაში, მაგრამ ასევე ხვდება, რომ ის ფული, რომელიც მას აქვს, ვერ იქნება გადამწყვეტი 8 ოქტომბრის არჩევნებზე," განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი