რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა და ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის" სასპორტო სკოლის მოჭიდავემ ნუგზარ წურწუმიამ ბრწყინვალედ იასპარეზა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
როგორც guardian.ge–ს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს–სამსახურიდან აცნობეს, ხობელმა ფალავანმა უკრაინელი ვიტალი კუშნირი (10:2), სომეხი სერგეი სიმონიანი (4:2) და იტალიელი ჯოვანი ფრენი (6:3) დაამარცხა, ფინალში კი აზერბაიჯანელ აზარ ნასიბის დაძაბულ ბრძოლაში 10:8 სძლია და 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.