"მოგატყუებთ, რომ გითხრათ, ერთი სული მაქვს, მოვიდეს მარგველაშვილი და მისგან პასუხები მოვისმინო-მეთქი". აღნიშნულ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით აკეთებს.
-"მალე პარლამენტში საანგარიშო მოხსენებით გიორგი მარგველაშვილი წარდგება. ბევრი ოხუნჯობს - პრეზიდენტის ინსტიტუტი იმდენად უფუნქციოა, რაზე უნდა ილაპარაკოსო. თქვენ თუ გექნებათ კითხვები მასთან?"
"სულაც არ მიმაჩნია ეს იუმორის თემად. ვინც ამაზე ხუმრობს, წარმოდგენა არ ჰქონია პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე. საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, ფუნქციები მნიშვნელოვნად გადანაწილდა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის. როგორც ჩანს, საზოგადოება მიჩვეული იყო ექსპრეზიდენტი სააკაშვილის ჰიპერაქტიურობას, იმას, რომ ყველაფერს მას ეკითხებოდნენ - შენობის ფერიდან და ძეგლის ფორმებიდან დაწყებული, ბიზნეს-წილების გადანაწილებით დასრულებული და მარგველაშვილის ზომიერ აქტიურობას ვერ ეგუება. დღეს პრეზიდენტი არ აძლევს თავს უფლებას, ყველაფერზე განცხადება აკეთოს, თუმცა თავის ფუნქციებს მშვენივრად ასრულებს. რაც შეეხება მის ვიზიტს პარლამენტში, ის თვითონ აირჩევს დღეს, როდის მოვა. რაც შეეხება კითხვებს, მაქვს პატივი, თუ რამე მაინტერესებს, პირადად ვკითხო. ამიტომ მოგატყუებთ, რომ გითხრათ, ერთი სული მაქვს, მოვიდეს მარგველაშვილი და მისგან პასუხები მოვისმინო-მეთქი", -ამბობს საგანელიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.