უკრაინელმა ნაციონალისტებმა ხარკოვში ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს
28-09-2014, 23:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში ნაციონალისტებმა ლენინის ძეგლი კვირას (28 სექტემბერი, 2014) ღამით ჩამოაგდეს. ქალაქის ცენტრში შეკრებილი ხალხი ოვაციებით შეხვდა საბჭოთა ბელადის ძეგლის ჩამოგდებას, რომელსაც ზურგს უმაგრებდა ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება.

 


კვირა საღამოს (28 სექტემბერი, 2014), ლენინის ძეგლთან შეკრებილი უკრაინელი ნაციონალისტების დაჟინებული მოთხოვნის გაჟღერების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რეგიონის გუბერნატორს იგორ ბალუტას ხელი ჰქონდა მოწერილი ლენინის ძეგლის დემონტაჟის ბრძანებაზე.

 

 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა. იგი მომხდარში კრიმინალისა და ვანდალიზმის ვერავითარ ნიშნებს ვერ ხედავს, რადგან მისი თქმით, მონუმენტის დემონტაჟს წინ გუბერნატორის ბრძანების გამოცემა უძღოდა. 

 


აღსანიშნავია, რომ დონეცკისა და ლუგანსკისაგან განსხვავებით ხარკოვი გადაურჩა იმ სისხლისღვრასა და მღელვარებას, რასაც აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო თვეების განმავლობაში ჰქონდა ადგილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი