თინათინ ხიდაშელი: თუ რუსეთს პასუხს არ მოსთხოვენ ჩადენილი უკანონობისთვის, კიდევ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დავდგებით
22-06-2016, 01:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

 

 

თინათინ ხიდაშელმა სიტყვით გამოსვლისას ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკასა და ვარშავის სამიტის მოლოდინებზე ისაუბრა.

 

 

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოს მსგავს ქვეყანას შესაძლებლობა აქვს, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიებში, მუდმივად იყოს დღის წესრიგში და მისი საკითხი არ კარგავდეს აქტუალურობას.

 

 

„მართებულად ახსენეს ეს საკითხი „ღია კარის“ პოლიტიკის საიმედოობის შესახებ საუბრისას. მე ვიტყოდი, რომ აქ საქმე ეხება არა მხოლოდ „ღია კარის“ პოლიტიკას, არამედ, ნდობას ნატოს მიმართ, თუ რამდენად შეძლებს ის დარჩეს საკუთარი გადაწყვეტილებების მიმართ ერთგული, თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენას სხვა გამოწვევები მოახდენს.

 

 

როდესაც ვსაუბრობთ ვარშავის სამიტის მოლოდინებზე ჩვენ ვეყრდნობით იმ ფაქტებს, რომელზეც მაკედონიის თავდაცვის მინისტრი საუბრობდა. მაგალითად იმას, რომ ქვეყნები უნდა ფასდებოდნენ მათი დამსახურების მიხედვით; იმის მიხედვით, თუ როგორი პარტნიორები არიან და რა წვლილი მიუძღვით უსაფრთხოების უზრუნველყოფაში; არის თუ არა ეს ისე, როგორც ბევრ დოკუმენტში წერია; ზრუნავს თუ არა ის ნატოს უსაფრთხოებაზე და ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის კონცეფციაზე“,-განაცხადა მინისტრმა.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ მეორე მხრივ,  ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი და ჩვენ ვსაუბრობთ ამ ქვეყნების სხვა მიღწევებზეც - აკმაყოფილებენ თუ არა ისინი დემოკრატიული კლუბის მოთხოვნებს, სადაც ქვეყნებს ერთიანი ღირებულებები და პრინციპები აერთიანებს.

 

 

„სამწუხაროდ, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ ჩვენი გამოწვევაა ნატოს მიმართ ნდობის საკითხი.

 

 

2008 წელს ნათლად ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებოდნენ ნატოს წევრი ქვეყნები უპირობოდ, რიგი გარემოებების გათვალისწინების გარეშე. მაშინ არავის წამოუყენებია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პირობად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობა. სამწუხაროდ, ბოლო დროს აქტიურად გვიყენებენ პირობებს ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ, რაც თავიდან ნატო-საქართველოს ურთიერთობაში არ წარმოადგენდა განმსაზღვრელ ფაქტორს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არსებობს პრობლემა, რომელსაც ზოგჯერ ვერ ვამჩნევთ ან მასზე არ ვსაუბრობთ - ეს არის რუსეთი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთი ორგანიზაციების გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომლის წევრიც არ არის, იქნება ეს ევროკავშირი თუ ნატო.

 

რუსეთი შემოიჭრა დამოუკიდებელ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების დიდი ნაწილიც ოკუპირებული აქვს, როგორც მოხდა მაგალითად ყირიმის შემთხვევაში. როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია დამოკიდებულია აღნიშნული პრობლემების გადაჭრაზე, ამით მწვანე შუქს ვუნთებთ რუსეთს, რათა იმოქმედოს ისე, როგორც მოქმედებდა მეზობელი ქვეყნების განვითარების შესაფერხებლად. როდესაც ვამბობთ, რომ ნატოში გაწევრიანებისთვის საჭიროა მოგვარდეს ტერიტორიული პრობლემები, ამით ვქმნით უარყოფით წრედს, რაც რუსეთს ბიძგს აძლევს გაატაროს ჩვეული პოლიტიკა. სწორედ ასე მოხდა უკრაინის შემთხვევაში. ჩვენ კიდევ 2008 წლის ომის შემდეგ ვსაუბრობდით აღნიშნულ საფრთხეებზე“,-განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს პასუხს არ მოსთხოვენ ჩადენილი უკანონობისთვის, კიდევ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დავდგებით, რისი ნათელი მაგალითიცაა უკრაინა.

 

 

„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა ნიშნავს მხოლოდ მე-5 მუხლის ქვეყნების ერთიანობას, თავისუფლებასა და მშვიდობას, ასეთი ევროპა ვერ იქნება ვერც ერთიანი, ვერც თავისუფალი და ვერც მშვიდობიანი“,-განაცხადა ხიდაშელმა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი