შს მინისტრი ე.წ. კანონიერ ქურდ დავით გერლიანთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს
22-06-2016, 02:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის უკრაინიდან საქართველოში შემოსვლასთან გავრცელებულ ინფორმაციაზე ბრიფინგს გამართავს.

 

 

როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრებს ამ საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

 

მიმდინარე წლის 18 ივნისს, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, გივი თარგამაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ  ოდესიდან თბილისის რეისით საქართველოში დეპორტირებულ იქნა 2014 წელს თურქეთში კანონიერ ქურდად კურთხეული, 1972 წელს სოხუმში დაბადებული დავით ნუგზარის-ძე გერლიანი (დათო სვანი).

 

 

„უკრაინაში დაკავებისას მას გააჩნდა პასპორტი, გაცემული დედამისის გვარზე, კერძოდ, ჩაჩიბაიაზე“,-წერს თარაგმაძე.

 

 

გერლიანის სასაქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შემოსვლის კადრები „რუსთავი 2“-მა გაავრცელა.

 

 

ე.წ.კანონიერი ქურდობა, ისე ქურდული სამყაროს წევრობა საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კანონიერი ქურდობა ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობას, ხოლო ქურდული სამყაროს წევრობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 8 წლამდე ვადით.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი