ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩის მცხოვრებლები 9 სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.
მათი თქმით, ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ბავშვებს შეუძლიათ თამაში.
მოსახლეობის მტკიცებით, პროექტი ამ მონაკვეთზე ხეების მოჭრასაც ითვალისწინებს.
ისინი მშენებლობის ნებართვის გაუქმებას ითხოვენ და არ გამორიცხავენ, სარჩელით სასამართლოსაც მიმართონ.
სამშენებლო კომპანიაში კი განმარტავენ, რომ მათ სამშენებლო ნებართვა აქვთ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.