ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ალიანსის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გააგრძელოს მზადება წევრობისთვის.
ამის შესახებ მან კონფერენციის „ნატო-ს ვარშავის სამიტი - გამოწვევები და მოლოდინები“ დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც შეეხება კონკრეტულ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, ჩვენ მივიღებთ კიდევ უფრო მეტ და უფრო მნიშვნელოვან მხარდაჭერას არსებითი პაკეტის გაძლიერებით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების და მისი ნატოსთან თავსებადობის ამაღლების თვალსაზრისით. არსებითმა პაკეტმა უკვე აჩვენა ის პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით ნატო-საქართველოს ურთიერთობებში. ამ პროგრესს სჭირდება განმტკიცება პრაქტიკული ხელსაწყოებით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.