ხათუნა ლაგაზიძე: საქართველოს მთავრობის პოლიტიკა რუსული საფრთხის წინაშე არაეფექტურია
22-06-2016, 03:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა რუსული საფრთხის წინაშე არაეფექტურია.

 

 

ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

ლაგაზიძის თქმით, რუსეთი გიუმრის (სომხეთი), ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ბაზებზე ანტისაჰაერო სისტემებს ანთავსებს, რათა ნატო-ს გაფართოება შეაფერხოს და შავ ზღვაზე კონტროლი მოიპოვოს.

 

 

„ეს სამუშაოები ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს კარგა ხანია დაწყებული აქვს, თუმცა საქართველოს მთავრობის მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია. ზემოთ ჩამოთვლილი სამი ლოკაციიდან ორი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, შესაბამისად ნატო-ს წინააღმდეგ პლაცდარმად და შავი ზღვის კონტროლისთვის რუსეთი იყენებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას, ისევე როგორც უკრაინას - ოკუპირებული ყირიმის შემთხვევაში. ნატო-რუსეთის დაპირისპირების ფონზე, აქამდე საქართველოს თუ ბუფერული ზონის სტატუსი ეკავა, ხვალ ორივე მხრიდან კონფლიქტის ასპარეზი შეიძლება გახდეს. ეს არის, არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისთვის ძალზედ სერიოზული გამოწვევა. საინტერესოა, ამ დროს რას აკეთებს საქართველოს მთავრობა? რას აკეთებს, კერძოდ, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები და დიპლომატიური კორპუსი? ფაქტი ერთია, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა რუსული საფრთხის წინაშე არასაკმარისი და არაეფექტურია”, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

 

 

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის არაეფექტური და არათანმიმდევრული პოლიტიკა ხვალ შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს.

 

 

ლაგაზიძე ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

 

 

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი, აქტიურად ვითანამშრომლოთ დასავლეთის ქვეყნების საგარეო უწყებებთან და ორგანიზაციებთან, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ლობისტურ წრეებთან, რათა დასავლეთისა და რუსეთის დიალოგის ყველა ფორმატი გამოყენებულ იქნას ზემოაღნიშნული საფრთხის და რუსული აგრესიის მინიმალიზაციისათვის“,- აღნიშნა ლაგაზიძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი