მთავრობის ინიციატივით, „სისხლის სამართლის საპროცესო” კოდექსში დაგეგმილი ცვლილებით, შესაძლოა სისხლის სამართლის ყველა ის საქმე, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ნაფიც მსაჯულთა განსჯადი აღარ იყოს.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს იმ შემთხვევაში განიხილავს თუ ბრალდება წარდგენილია „სისხლის სამართლის კოდექსის” - 108-ე და 109-ე მუხლებით, 117-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6, მე-8 ნაწილებით, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1351 მუხლით, 143-ე მუხლის მე-2-მე-4 ნაწილებით, 1431 და 1432 მუხლებით, 1433 მუხლის მე-2-მე-4 ნაწილებით, 144-ე, 1441 და 1442 მუხლებით, 1443 მუხლის მე-2 ნაწილით, 146-ე მუხლის მეორე ნაწილით, 147-ე მუხლით, 149-ე მუხლით, 197-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლის მესამე ნაწილით, 229-ე მუხლით.
მთავრობის ცნობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეებთან დაკავშირებით მსგავსი მიდგომა აქვთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.