ქუთაისში, პარლამენტთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს პიჯაკი დაუზიანდა, პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულების თავიდან დაპატიმრებას სთხოვს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის ხელთ არსებული დოკუმენტით, უწყება მოსამართლეს განცხადებით მიმართავს და ითხოვს სათანადოდ შეაფასოს წარდგენილი მტკიცებულებები და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება ნიკოლოზ ნარსიას, მირიან დეისაძისა და კახაბერ გაბუნიას მიმართ.
განცხადებაში ასევე წერია, რომ თითოეულ მათგანს განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის რესოციალიზაციას.
„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არ გვეშინია, ვერც პატიმრობით შეგვაშინებენ. აუცილებლად დავამარცხებთ დღევანდელ ხელისუფლებას“, - აღნიშნავს ქუთაისის ინციდენტში ერთ-ერთი მონაწილე ნიკოლოზ ნარსია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.