„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის განცხადებით, საქართველოში ჩინეთის პროვინცია ძიანგსში არსებული ე.წ. დუტის ფაბრიკის წარმომადგენლობა გაიხსნება.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ფაბრიკის გახსნა ბევრი ადამიანის დასაქმებას შეუწყობს ხელს და საქართველოში სერიოზულ საექსპორტო პოტენციალს შექმნის.
საგანელიძის განმარტებით, ფაბრიკა განკუთვნილია ბრენდების მიერ შეკვეთილი პროდუქციის წარმოებისთვის. როგორც მან აღნიშნა, ძიანგსში არსებული ფაბრიკა ჩინეთის მოსახლეობის 60%-ს აკმაყოფილებს და ასევე აქვს დიდი ექსპორტი უცხოეთში.
„საუბარია იმაზე, რომ საქართველოში შეიკეროს ის ქურთუკები, რომელსაც ამ ქარხანას უკვეთავს ძალიან მსხვილი ბრენდები. მე არ მინდა ისინი ჩამოვთვალო, ყველამ ვიცით და გვინახავს, ეს ბრენდები უკვეთენ ქარხანას და შემდგომ გააქვთ ევროპაში. სწორედ ასეთი ბრენდების შეკვეთილი პროდუქციის წარმოებისთვის იქნება ქარხანა შექმნილი საქართველოში“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.
მისივე თქმით, ფაბრიკისთვის კონკრეტული ადგილი შერჩეული ჯერჯერობით არ არის. საუბარია თბილისის შემოგარენში რუსთავის მიმართულებით რამდენიმე ტერიტორიაზე და მიმდინარეობს სწორედ ადგილის შერჩევა.
„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელის განცხადებით, გადაწყვეტილება საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით მიღებულია. დარჩენილია მხოლოდ კონკრეტული თემა, თუ რომელი მხარის მიერ რამდენი თანხა იქნება გაღებული. მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტში „საპარტნიორო ფონდიც“ მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ეს იქნება მცირე.
„მთავარია, რომ ჩვენი მონაწილეობა დაფიქსირდეს, როგორც სახელმწიფოსი. შეიძლება ფონდმა დიდი ინვესტიციები არ განახორციელოს, თუმცა მისი ყოფნა თუნდაც 10%-ით იქნება მნიშვნელოვანი ჩინური მხარისთვის“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.