ისრაელი ნატოს შტაბ–ბინაში მისიას ხსნის მას შემდეგ, რაც თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები დათბა
22-06-2016, 04:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისრაელი ნატოს შტაბ–ბინაში მისიას გახსნის. ებრაულ სახელმწიფოსა და ნატოს შორის უფრო ახლო თანამშრომლობა თურქეთსა და ისრაელს შორის წარმოშობილი მტრობის გამო დაიბლოკა, ახლა კი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას აქვს ადგილი. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს. სტატიის თარგმანს guardian.ge გთავაზობთ.

 

 

20 წელიწადზე მეტია, რაც ისრაელი ნატოს აქტიური პარტნიორია, მაგრამ ნატოს წევრი თურქეთის მხრიდან ოპოზიციური მიდგომის გამო უფრო ახლო კავშირების დამყარება ფერხდებოდა, განაგრძობს გერმანული გამოცემა.

 

 

ბრიუსელში, ნატოს სათავო ოფისში ისრაელის პრეზიდენტ რუვენ რივლინთან შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მისია ნატოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობას გააძლიერებს.

 

 

"თანამშრომლობის დონის გაზრდა ნატოსა და ისრაელს შორის, ისევე როგორც ჩვენი ხმელთაშუა ზღვის სხვა პარტნიორებთან, არსებითია," განაცხადა სტოლტენბერგმა, დაიმოწმა რა უსაფრთხოების ფორუმი, რომელიც ერთად უყრის თავს ისრაელს, ნატოს და არაბულ ქვეყნებს, რომელთაც ებრაულ სახელმწიფოსთან ფორმალური ურთიერთობები არ გააჩნიათ.

 

 

"ძალადობა და არასტაბილურობა, რომელმაც ბოლო წლებში ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა მოიცვა, არის ნათელი საფრთხე ყველა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 

რავლინმა აღნიშნა, რომ მისიის გახსნა დაეხმარება ისრაელს და ნატოს თანამშრომლობის გაძლიერებაში და კარგ ურთიერთობებში. "ეს დაგვეხმარება ჩვენ, გავუზიაროთ ერთმანეთს საუკეთესო გამოცდილება და ინფორმაცია".

 

 

მოელიან, რომ ისრაელი ნატოსთან უფრო ინტენსიურად სადაზვერვო და კიბერ უსაფრთხოების საკითხებში ითანამშრომლებს.

 

 

ისრაელის მისიის გახსნას აფერხებდა თურქეთი, რომელსაც ალიანსში მე–2 ყველაზე დიდი არმია ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს ისინი ახლო რეგიონული მოკავშირეები იყვნენ, ანკარა და იერუსალიმი ერთმანეთს სასტიკად დაუპირისპირდნენ 2010 წელს, როცა მავი მარმარას დახმარების გემი ცდილობდა გაერღვია ბლოკადა ჰამასის კონტროლირებულ ღაზას სექტორში, რაც ისრაელის მებრძოლ მედესანტეთა მიერ მოწყობილმა რეიდმა შეაჩერა. ინციდენტისას კი თურქეთის 9 მოქალაქე და ერთი ორმაგი, თურქულ–ამერიკული მოქალაქეობის მქონე პირი იქნა მოკლული.

 

 

რეიდის შედეგად დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესებამ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში გეოპოლიტიკური ალიანსების ცვლილება გამოიწვია, რადგან თურქეთი ცდილობდა უფრო მძლავრი და ჩარევითი (ინტერვენციონისტური) საგარეო პოლიტიკის გატარებას ახლო აღმოსავლეთში. თუმცა ახლა ანკარას საგარეო პოლიტიკა მზარდად არეულ–დარეულობას აქვს მოცული და ქვეყანა მისი მეზობლების მხრიდან თავს იზოლირებულ მდგომარეობაში აღმოჩენილს ხედავს.

 

 

ურთიერთობები რუსეთთან დაძაბულია მას შემდეგ, რაც რუსული სამხედრო თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული, მისმა მხრადჭერამ სირიელი ამბოხებულებისადმი უკუაფეთქება გამოიწვია, სირიელი ქურთები თურქეთში ამბოხებული ქურთების მოკავშირეებად იქცნენ და თურქეთის სამხრეთ საზღვართან, შეერთებული შტატების მხარდაჭერის საფარქვეშ, დე ფაქტო ავტონომიურ რეგიონს ქმნიან. ამასობაში, პირი არ უჩანს სირიაში კონფლიქტის დასრულებას, რომელიც საზღვრის გარშემო პრობლემებს ქმნის.

 

 

ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მოქმედების რადიუსის ისრაელამდე მიწვდენა თურქეთის ახლო აღმოსავლეთის მიმართ საგარეო პოლიტიკის ხელახალი კლასიფიცირების ნაწილს წარმოადგენს.

 

 

თურქეთი მოითხოვს 2010 წლის რეიდის მსხვერპლთა კომპენსაციას და ბოდიშის მოხდას, რასაც (ორივე ამ მოთხოვნას) ისრაელი, გავრცელებული ცნობით, დაეთანხმა, მაგრამ მთავარ დამაბრკოლებელ ფაქტორად ისრაელის მიერ ღაზას ბლოკირება რჩება.

 

 

თურქეთის პრემიერ მინისტრის მოადგილემ ნუმან კურტულმუსმა სამშაბათს განაცხადა, რომ ისრაელთან ურთიერთობებში "უცილობელი პროგრესი" სახეზეა, მაგრამ "შეთანხმება საბოლოო ნიშნულამდე არ მიღწეულა."

 

 

"სამი რამ არის, რასაც ჩვენ თავიდან მოყოლებული ვიმეორებთ: ბოდიში, კომპენსაცია და შემსუბუქება ან მთლიანდ მოხსნა ღაზაზე ბლოკადის", – განუცხადა თურქეთის ვიცე პრემიერმა კერძო ტელევიზიას NTV-ს და დაამატა, რომ ღაზა "ღია საპატიმრო" გახდა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი