დავით უსუფაშვილი იუსტიციის მინისტრის მოადგილეს: თუ სასამართლოების შესახებ კანონი არ გვაქვს, უნდა ვიცოდეთ რაშია საქმე
22-06-2016, 04:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ინიციატორს, იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ბარამიძეს სთხოვს, განმარტოს თუ რატომ არ გააქვს პროექტი განსახილველად პარლამენტში.

 

 

მისი თქმით, აღნიშნულ კანონპროექტზე დაინტერესება მაღალია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - ქვეყნის გარეთაც.

 

 

„მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ტალღად წოდებულ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც პარლამენტის დღის წესრიგში მესამე მოსმენით არის წარდგენილი, თუმცა საკითხის განხილვა გაჩერებულია. ძალიან ვთხოვ ინიციატორს, ალექსანდრე ბარამიძეს აგვიხსნას რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნულ კანონპროექტზე არის ძალიან დიდი ინტერესი, ყურადღება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც. ამ დღეებში იყვნენ სტუმრები და ყველა ამ კანონზე საუბრობს. ასე რომ, თუ კანონი არ გაგვაქვს, უნდა ვიცოდეთ რაშია საქმე. ძალიან მარტივად და მკაფიოდ დგას საკითხი“, - განაცხადა უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი