ე.წ. კანონიერ ქურდი დავით გერლიანი საქართველო-სომხეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისას დააკავეს, - განაცხადა ახლახან გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, დაკავებულს ბრალი 48 საათის განმავლობაში წარედგინება.
”საქართველო-სომხეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისას, ”კანონიერი ქურდობის” ბრალდებით დაკავებული იქნა აღნიშნული პირი. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია მის სახელზე გაცემული უკრაინის რესპუბლიკის პასპორტი.
ხსენებული პირი 2016 წლის 22 ივნისს სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა საქართველოს საზღვრის დატოვებას”, - განაცხადა მღებრიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.