,,კიწმარიშვილის საქმეზე პროკურატურის დასკვნაში ორი აზრი არ არსებობს“,-განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას არ მიაჩნია, რომ ამ საკითხში პოლიტიკოსები უფრო კომპეტენტურნი არიან, ვიდრე პროკურატურა.
,,კიწმარიშვილის საქმეზე პროკურატურის დასკვნაში ორი აზრი არ არსებობს. არსებულ მასალებს დიდ ხნის განმავლობაში სწავლობდნენ. ძალიან გული მწყდება, რომ ეს ადამიანი ცოცხალი აღარ არის. ამასთან დაკავშირებით, მე არ მგონია, რომ პოლიტიკოსები უფრო კომპეტენტურნი არიან, ვიდრე პროკურატურა“, - განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაასრულა. პროკურატურის ცნობით, კიწმარიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.