ბიძინა ივანიშვილი კიწმარიშვილის საქმეზე: პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ ეს არის თვითმკვლელობა
22-06-2016, 06:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ ეს არის თვითმკვლელობა“,-განაცხადა  საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რომ ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ მას და ბიძინა ივანიშვილს გარკვეული ინფორმაცია ჰქონდათ, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ამაზე მან უკვე ყველაფერი თქვა რისი თქმაც შეეძლო.

 

 

„პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ ეს არის თვითმკვლელობა. კიდევ ერთხელ მწუხარებს გამოვთქვამ და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახს. მეტი არაფერი მექნება სათქმელი, რაც საჭირო იყო, უკვე გაცხადებული მაქვს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კიწმარიშვილის ოჯახს გამოძიების ვერსიის არ სჯერა, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ეს მათი საქმეა.

 

 

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა კავშირი ეროსი კიწმარიშვილს მის ფინანსებთან ივანიშვილმა უპასუხა, რომ არა.

 

 

„რა კავშირი უნდა ჰქონოდა ეროსი კიწმარიშვილს ჩემს ფინანსებთან?“ - მიმართა ივანიშვილმა ჟურნალისტს.

 

 

საქართველოს პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაასრულა. პროკურატურის ცნობით, კიწმარიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი