ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით არავისთვის არანაირი რჩევა არ მიუცია.
ივანიშვილის თქმით, მან აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებისგან ახლა გაიგო.
ივანიშვილმა ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ ნუ ცდილობენ ინტრიგნული კითხვების დასმას.
,,ნუ ცდილობთ, კითხვები დასვათ ინტრიგნული და მერე მოაყოლოთ იმას, რომ ივანიშვილმა თქვა, უსუფაშვილი კარგი თავმჯდომარე იქნებოდაო. კითხვაშივე არის სიცრუე და სიმცდარე. მე არავითარი რჩევა არ მიმიცია უსუფაშვილის თავმჯდომარეობაზე არსად. ამის გაგრძელება გინდათ, თუ როგორი თავმჯდომარე იქნებოდა უსუფაშვილი, რათა მიკიბ-მოკიბოთ, როგორც იცით კარგად და მერე მიაბამთ, რომ აი, ივანიშვილმა მისცა რჩევა და აი, თურმე ივანიშვილს უსუფაშვილი აურჩევია", - განაცხადა ივანიშვილმა.
,,ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ივანიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ დავით უსუფაშვილის კანდიდატურას განიხილავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.