„საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით ცვლილებებზე აბსოლუტური შეთანხმება მოხდა, რაც ჩვენს ბოლო პოლიტიკურ ცხოვრებაში იშვიათია“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
აღნიშნულით ივანიშვილი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა.
კითხვაზე, უკავშირდება თუ არა სწრაფი ტემპით მოსამართლეების არჩევა „რუსთავი 2“-ის საქმეს, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ჟურნალისტები ყველაფერს ამ ტელეკომპანიას უკავშირებენ.
„ყველა გზა „რუსთავი 2“-სკენ მიდის, ყველაფერს „რუსთავი 2“-ს უკავშირებთ. არ ვარ საკითხზე მომზადებული, თუმცა, ეს ისეთი საკითხი არ არის და არ ჩავთვალე მონაწილეობა მიმეღო. მგონი ოთხ მოსამართლეს უმთავრდება ვადა, ერთს ირჩევს პარლამენტი, ერთს - სასამართლო, ორს - პრეზიდენტი. არ მიმუშავია ამაზე. ზოგადად თქვენ იცით, რომ პარლამენტმა მოახდინა ცვლილებები სასამართლოსთან დაკავშირებით, იმას შემდეგ პრეზიდენტმა დაადო ვეტო, მერე ჩაერთო ვენეციის კომისია და საბოლოოდ, აბსოლუტური შეთანხმება მოხდა, რაც ძალიან იშვიათია ჩვენს ბოლო პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.