„რაც უფრო სწრაფად მივეჩვევით როგორ მოვიქცეთ პარლამენტში, ქუჩაში და არ მოხდება იმის მსგავსი, რაც კორცხელში მოხდა, უფრო კარგი იქნება“, - განაცხადა ყოფილა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმითვე, ქართველებმა იციან კანონების შემოღება, მაგრამ ხშირად უჭირთ გათვალისწინება.
„საერთოდ ქცევის ნორმები ყველგან გვჭირდება ქართველებს რომ ვისწავლოთ. გვაკლია ქვეყნის მართვის კულტურა. ეს არა იმიტომ, რომ სხვებზე უნიჭოები ვართ, ჩვენ ცოტა პრაქტიკა და გამოცდილება გვაქვს, შესაბამისად, რაც უფრო მალე დავიხვეწებით და მეტ ნორმებს შემოვიღებთ, რომლებსაც გავითვალისწინებთ, უფრო კარგი იქნება. არ გვიჭირს გათვალისწინება. რაც უფრო სწრაფად მივეჩვევით როგორ მოვიქცეთ პარლამენტში, ქუჩაში და არ მოხდება იმის მსგავსი, რაც კორცხელში მოხდა, უფრო კარგი იქნება, უფრო მალე განვვითარდებით, ჩვენი სახელმწიფო უფრო მალე შედგება და წარმატებული იქნება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პარლამენტმა უნდა მიიღოს განცხადება, რომლის თანახმადაც პარტიები წინასაარჩევნოდ ქცევისა და ეთიკის წესებზე თანხმდებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.