აწგარდაცვლილი ბიზნესმენის, ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა, არ ეთანხმება.
ოჯახი მიიჩნევს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს.
ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი საგანგებო განცხადების გაკეთებას ხვალ გეგმავს, სადაც ამ საქმის სხვა დეტალებზე ისაუბრებს.
„ოჯახის ვერსია არის მკვლელობა და არანაირი თვითმკვლელობა. იარაღზე არის დნმ-ს კვალი, მანქანაზე არის უცხო ადამიანების თითის ანაბეჭდები. ის, რომ არ გაირკვა ამ საეჭვო პირის ვინაობა ძალიან სამწუხაროა. ფაქტობრივად მთელი ის არგუმენტები, რომელზეც აგებულია ეს ვერსია, არის მყიფე და ხვალ შევეცდებით ეს ყველაფერი საზოგადოებას ვამცნოთ“,- განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა.
მისი თქმითვე, ეროსი კიწმარიშვილი სავარაუდოდ პოლიტიკური აქტიურობის გამო მოკლეს.
„ვალი ჰქონდა აღებული, სესხი, რომლითაც ის გარკვეულ ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა, რომელიც ახალი დაწყებული ჰქონდა. რაც არ უნდა ყოფილიყო, ეს არ იყო ის არგუმენტი, ის პრობლემა და დილემა, რომელსაც ეროსი ვერ გადაწყვეტდა და ამის გამო თვითმკვლელობას ჩაიდენდა. რა თქმა უდნა, გეგმები ჰქონდა, ბიზნესით ერთობოდა. დაახლოებით ერთი წლის დაწყებული ჰქონდა ეს ყველაფერი, გახსნა რესტორნები, კაფე, რომელიც დღესაც წარმატებით მუშაობს. სხვა მიმართულებით მას ჰქონდა სერიოზული პოლიტიკური გეგმები და ამის გამო მან ფაქტობრივად სიცოცხლის ბოლო პერიოდში ძალიან აქტიური ქმედებები განახორციელა. ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, თუ შეიძლება ვისაუბროთ ვერსიებზე და ფაქტორებზე, არის მისი პოლიტიკური მიმართულებით გააქტიურება“,- განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება დაასრულა. პროკურატურის განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა.
უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ: „გამოძიების პროცესში დაიკითხა კიწმარიშვილის ოჯახის ყველა წევრი: მეუღლე, ძმა და შვილები. მათი დაკითხვით რაიმე საეჭვო გარემოება გარდაცვალების სხვა შესაძლო ვერსიასთან დაკავშირებით არ გამოვლენილა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.