ზვიად ძიძიგური: ევროპაში ისე ტარდება არჩევნები, ვერც გაიგებთ წინასაარჩევნო კამპანია რომ არის
22-06-2016, 08:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის ვიცე სპიკერი ზვიად ძიძიგური წინასაარჩევნოდ პარტიების ქცევის კოდექსის მიღებას მიესალმება და აცხადებს, რომ აღნიშნული კოდექსის ამოქმედება საარჩევნო გარემოს უფრო ცივილიზებულს და მშვიდს გახდის.

 

 

"არჩევნები როცა ტარდებოდა სიძულვილის ენით, ეს თემა ვფიქრობ უკვე ჩავლილია. საქართველო გადავიდა სხვა პოლიტიკური კულტურის რეჟიმში. ამიტომ თუ ქცევის კოდექსზე, ეთიკურ კოდექსზე პარტიები შეთანხმდებიან და იქნება საერთო კოდექსი ამასთან დაკავშირებით, ის მხოლოდ უფრო მეტად კვალიფიციურს და მშვიდს გახდის საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს.

 


ევროპაში ისე ტარდება არჩევნები, ვერც გაიგებთ წინასაარჩევნო კამპანია რომ არის. ვფიქრობ, რომ საქართველოშიც სწორედ რომ ასეთი არჩევნები უნდა ჩავატაროთ", – განაცხადა ძიძიგურმა.

 


იგი გამოეხმაურა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას, რომელიც არჩევნების პერიოდში ძალადობის პრევენციას ეხება.

 

 

"ინიციატივა, რომელიც აქვს იუსტიციის სამინისტროს შემოტანილი, აუცილებლად იქნება პარლამენტის კედლებში განსჯის საგანი. ისეთი ცვლილებები უნდა შევიტანოთ რომ არავითარი ეჭვი არ დარჩეს, რომ რაიმე ძლადობას ექნება ადგილი ამომრჩეველზე. სასჯელის გამკაცრებას საარჩევნო დანაშაულისათვის ვეთანხმებით „კონსერვატორები“. 25 წელზე მეტია ვმონაწილეობ მე პირადად არჩევნებში, საარჩევნო დარღვევისთვის დასჯილი ადამიანი მე არ მახსოვს. საარჩევნო დარღვევა არის ძალიან სერიოზული დარჩვევა, ეს არის ის, რომ მოიპარო ადამიანის ხმა ამა თუ იმ ფორმით - პირდაპირ თუ ირიბად“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი