გივი თარგამაძე: ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი საზოგადოებრივი აღშფოთების გამო დააკავეს
22-06-2016, 08:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძის განცხადებით, სამართალდამცავებმა ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის დაკავება მხოლოდ იმის გამო გადაწყვიტეს, რომ მის საქართველოში ჩამოსვლას და შსს-ს რეაგირების არ ქონას, საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

 

 

„როგორც მინიმუმ ეს არის უნიათობა, იმიტომ რომ საქმეები ამ ადამიანებზე უნდა იყოს აღძრული. მოხსნეს კამერები აეროპორტში, ეს უნდა არსებობდეს, იმიტომ, რომ ფეის-კონტროლით მოხდეს იდენტიფიცირება. სხვა შემთხვევაში, მე მაინც ვთვლი, რომ ეს არის წინასწარი გარიგება, ის უბრალოდ გაატარეს საზღვარზე, შემდეგ საზოგადოებრივი აღშფოთების გამო მოუხდათ მისი დაკავება. ის მოძრაობდა ერევნის მიმართულებით, რაც მოწმობს ჩემს გუშინდელ სიტყვებს, რომ ერევანში არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცენტრი ქართველი კანონიერი ქურდების, შაქრო კალაშოვის მეთაურობით, რომელიც ემზადება წინასაარჩევნოდ“,-განაცხადა გივი თარგამაძემ.

 

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ ე.წ. კანონიერ ქურდი დავით გერლიანი საქართველო-სომხეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისას დააკავეს.

 

 

მიმდინარე წლის 18 ივნისს, გივი თარგამაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ  ოდესიდან თბილისის რეისით საქართველოში დეპორტირებულ იქნა 2014 წელს თურქეთში კანონიერ ქურდად კურთხეული, 1972 წელს სოხუმში დაბადებული დავით ნუგზარის-ძე გერლიანი. მისი თქმით, უკრაინიდან დეპორტაციის შემდეგ კრიმინალური ავტორიტეტი საქართველოში ჩამოვიდა და აეროპორტის ტერიტორია უპრობლემოდ დატოვა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი