პარლამენტმა კანონი დაამტკიცა – უფასო სარეკლამო დროით ისარგებლებს ყველა ის პარტია, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს
22-06-2016, 08:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებები, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებს შორის უფასო სარეკლამო დროის გადანაწილებას ეხება, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 79 ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

 


ახალი კანონის მიხედვით, უფასო სარეკლამო დროით ისარგებლებს არა მარტო ის პარტია, რომელიც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის (ბლოკის) პირველი ნომერი იყო ან რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ხმების 4% ან მეტი მიიღო, არამედ ყველა ის პარტია თუ პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს. მაუწყებლის მიერ გამოსაყოფი უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობა კი არ იზრდება.

 


ამავე კანონით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელიც დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. კანონს ემატება რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციას. კერძოდ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი შედგება არანაკლებ 5 წევრისგან. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა საინიციატივო ჯგუფის წევრი. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს წარადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატი.

 


დაზუსტდა არჩევნების შედეგების შეჯამება ცესკოში, გაიწერა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის, რეგისტრაციაზე უარის თქმისა და რეგისტრაციის გაუქმების წესები და საფუძვლები.

 


”საარჩევნო კოდექსს” დაემატა მუხლი, რომლითაც განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებში იმ ამომრჩევლის მონაწილეობის წესი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე.

 


გარდა ამისა, დაზუსტდა ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრების და პირველი სხდომის ჩატარების დეტალები. კერძოდ, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, პარლამენტის არჩევნების დღიდან 20 დღის განმავლობაში, თუ არჩევნების მეორე ტური არ დაინიშნა, ხოლო თუ მეორე ტური დაინიშნა, - მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან 20 დღის განმავლობაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი