ნიკა გვარამია: სასამართლოს გადაწყვეტილებას დროზე ადრე არ ჩავიბარებთ, იმიტომ რომ ეს არის უკანონო
22-06-2016, 09:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანიის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს, რადგან ის არის უკანონო.

 

 

ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ 12 დღეში დაწერილი 71 გვერდიანი გადაწყვეტილება მიუთითებს მოსამართლის არაკვალიფიციურობაზე.

 

 

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფომ ჩვენ წინააღმდეგ, რითიც კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დაადასტურა, რომ ის რაც სასამართლოს კედლებში მიმდინარეობს არის სრული ფიქცია და სინამდვილეში არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შტურმით აღების მცდელობა.

 

 

კანონი ადგენს, რომ გადაწყვეტილების ჩაბარება მხარის ვალდებულებაა და გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, ის თავად უნდა მივიდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყევტილება, თვითონ უნდა გადაწყვიტოს როდის მივა ამ შუალედში. ცხადია, რომ ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ 30-ე დღეს მივიდოდით და ბოლომდე გამოვიყენებდით ჩვენს ვადებს.

 

 

ამის მიუხედავად, სასამართლომ დღეს თვითონ გამოგვიგზავნა გადაწყვეტილება, რომელიც როგორც აღმოჩნდა შედგება 71 გვერდისგან. ქალბატონო გუჯაბიძე მანტიის გახდა მოგიწევთ იმიტომ, რომ სრულიად შეუძლებელია 12 დღეში 71 გვერდი დაგეწერათ თქვენი კვალიფიკაციის პატრონებს.

 

 

ეს გადაწყვეტილება ჩვენ არ ჩაგვიბარებია იმდენად, რამდენადაც კანონის დარღვევაა. სასამართლო გადაწყვეტილების გაგზავნის ინსტიტუტს არ იცნობს...

 

 

ჩვენ სასამართლოს მცდელობით, 18 დღე მოგვპარეს. 18 დღე გასაჩივრებისთვის. რეალურად ეს არის ჩვენთვის მოპარული ვადა, მაგრამ ასევე არის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მოპარული ვადა იმისთვის, რომ მან ვერ მოასწროს გადაწყვეტილების დადგენა 54-ე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს და რომელიც არის ერთადერთი, რომელსაც სააპელაციო სასამართლო ეყრდნობა თავის გადაწყვეტილებაში...

 

 

სასამართლომ მორიგ ჯერზე დაარღვია კანონი. გვაჩვენა რომ დაინტერესებული მხარე დიახაც ის არის და არა ჩვენ და ეს გადაწყვეტილება გამოგვიგზავნა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამოგზავნის ფორმაც. ფოსტის მუშაკებიც ჩაებნენ უკვე ამ კამპანიაში და ლამის შტურმით სცადეს ჩვენი და ჩვენი ადვოკატების ოფისების აღება, რაც მათ არ გამოუვიდათ. ასევე შტურმის მცდელობა ტელეფონების მეშვეობით ჰქონდათ სასამართლოს თანამშრომლებს, რაც ასევე არ გამოუვიდათ. ღია ეთერში გიცხადებთ: ჩვენ არ ჩავიბარებთ დროზე ადრე ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ეს უკანონო გადაწყვეტილებაა“,-განაცხადა გვარამიამ.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი