„ჩვენ არ ვაპირებთ ამ შენობიდან გასვლას იმ გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომელიც არ ემყარება კანონს და კონსტიტუციას“,-განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ხელისუფლებას მოუწევს, „რუსთავი 2“-თან ერთად ჩაატაროს საპარლამენტო არჩევნები.
„ჩვენ არ ვაპირებთ ამ შენობიდან გასვლას იმ გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომელიც არ ემყარება კანონს და კონსტიტუციას და პირიქით, არღვევს ყველა კანონს და კონსტიტუციას. თუ გნებავთ ჩვენი დასისხლიანებული სახეების ყურება დარბევის შედეგად, თქვენ მიიღებთ ამ სახეებს და ამას ნახავს საქართველოს მოსახლეობა პირდაპირ ეთერში, მაგრამ ჩვენ აქედან არ გავალთ. მოგიწევთ ამ სახეების ყურება, მოგიწევთ „რუსთავი 2“-თან ერთად არჩევნების ჩატარება და როგორც ჩანს, არჩევნების წაგება, იმიტომ რომ ყველაფერს აკეთებთ, რომ "რუსთავი 2" არ იყოს ეთერში საარჩევნოდ. ეს მაფიქრებინებს, რომ ზუსტად იცით, რომ თუ „რუსთავი 2“ ეთერში იქნება ოქტომბრამდე, თქვენი არჩევნების ბედი გადაწყვეტილია. ყველა ინდიკაცია არის საიმისოდ, რომ ხელისუფლება სწორედ ასე ფიქრობს“,-განაცხადა გვარამიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.