სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" –ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მთავარ პროკურატურას მიმართავს და მათგან თბილისის სააპელაციო სასამართლოდან დღეს მათთვის ფოსტით გადაგზავნილი გადაწყვეტილების ვადების დარღვევისა და არაკანონიერების შესახებ პასუხს ითხოვს. გვარამია უპირველესად პრეზიდენტ მარგველაშვილს ეკითხება: "ასრულებთ თქვენს საპრეზიდენტო ვალდებულებებს თუ არ ასრულებთ?" იგი დავით უსაუფაშვილსაც იმავე კითხვებით მიმართავს, რითაც პრეზიდენტს და აინტერესებს: "თუ თქვენი პოლიტიკური კარიერა, სინდისი და ღირსება არ გაქვთ გაცვლილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობაზე", როგორც მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტმა და "ქვეყნის მეორე პირმა" პასუხი გასცეს. გვარამია ასევე კითხულობს, თუ სადამდე აპირებს წასვლას ბიძინა ივანიშვილი, "რომელიც 18 დღეს გვპარავს, იმიტომ, რომ, როგორც ჩანს კარგად იცის, რომ მისი დღეები დათვლილია."
"მივმართავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და უზენაეს სასამართლოს. საქმე არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ, დღის ბოლომდე ან არა უგვიანეს ხვალინდელ დილამდე თქვენს განმარტებას – რას აკეთებს სააპელაციო სასამართლო, რა ქმედებებია ეს, საიდან იწყება ბოლოს და ბოლოს ჩვენი საკასაციო საჩივრის ათვლის ვადა, რატომ გამოგვეგზავნა ეს გადაწყვეტილება კანონის დარღვევით და რატომ გადაიხადა ამაში სასამართლომ ფული ფოსტით მომსახურებაში, მაშინ როცა ეს მას არა თუ არ ევალება, არამედ ეკრძალება. მე მოვუწოდებ საქართველოს მთავარ პროკურატურას რომ დაიწყოს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება, რა ხდება ამასთან დაკავშირებით... მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ჩვენი კონსტიტუციური უფლებების გარანტს, ყველა იმ ადამიანის სახელით რომელიც ახლა აქ დგას: 'ძვირფასო ბატონო გიორგი მარგველაშვილო! ჩვენ ამ ქვეყანაში დატოვებული ვართ კანონგარეშედ, არათუ სამართლიანი სასამართლოს უფლება მოგვესპო, საერთოდ არავითარი უფლებები არ გაგვაჩნია ამ ქვეყანაში... თქვენ კონსტიტუციით გევალებათ იყოთ თითოეული ჩვენგანის და ასევე ამ ტელეკომპანიის, როგორც იურიდიული პირის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დამცველი და ამ უფლებების აღსრულების გარანტი. ჩვენ ველოდებით პასუხს პირველ რიგში თქვენგან – ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები თუ არ ვართ?! ჩვენ გვაქვს ამ ქვეყანაში რაიმე უფლებები, თუ არ გვაქვს?! საითკენ მიდის ეს ყველაფერი, საითკენ მიდის ეს ქვეყანა, ხართ ამ ყველაფრის საქმის კურსში, თუ არ ხართ?! ასრულებთ თქვენს საპრეზიდენტო ვალდებულებებს თუ არ ასრულებთ? ზუსტად იგივე კითხვები მაქვს ამ ქვეყნის მე–2 პირთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონ უსუფაშვილთან. თუ თქვენი პოლიტიკური კარიერა, სინდისი და ღირსება არ გაქვთ გაცვლილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობაზე, რაც ძალიან ნათლად იკითხება ბოლო დროინდელ კანონპროექტებში, იგივე კითხვებზე განმარტებას მოვითხოვ თქვენგან, რადგან თქვენ მაღალი რანგის იურისტი ბრძანდებით... ვინ დაიცავს ჩვენს უფლებებს და სადამდე აპირებს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 18 დღეს გვპარავს, იმიტომ, რომ როგორც ჩანს კარგად იცის, რომ მისი დღეები დათვლილია და ყოველ დღეს მისთვის მნიშვნელობა აქვს... ბიძინა ივანიშვილი სადამდე აპირებს წასვლას, რითი უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი, აპირებენ თუ არა ჩვენს ქუჩებში ლიკვიდირებას და მერე პროკურატურის ბრიფინგების ჩატარებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვალების გამო თავი მოვიკალით. არის თუ არა ჩვენი ოჯახების უსაფრთხოება დაცული, ეს კითხვები წარმოშობილია იმიტომ, რომ დღევანდელი სასამართლოს უწყების მერე არაფერი, ჩვენი ფიზიკური ლიკვიდაციის გარდა არ დარჩენილა," განაცხადა ნიკა გვარამიამ საგანგებო პრეს კონფერენციაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.