ხობის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა დღეს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიისა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
როგორც guardian.ge–ს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ოფიციალურმა პირებმა მონიტორინგი აწარმოეს ქალაქ ხობში, სადაც შიდა გზები მოასფალტდა. მოასფალტების პარალელურად ადგილებზე მოეწყო ბეტონის სანიაღვრე არხები, მიმდინარეობს N1 საბავშვო ბაღის და ცენტრალური სტადიონის სრული რეაბილიტაცია, ხოლო ზემო ქვალონსა და შუა ქვალონში წყალსაცავი სისტემის მოწყობის სამუშაოები. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წელს ხობის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია 2 550 000 ლარი.
აღნიშნული პროექტების განხორციელების პროცესში, სამშენებლო სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.