თბილისში, საცხოვრებელ კომპლექს Dirsi-ს ახალაშენებულ კორპუსში 30 დევნილი ოჯახი ბინის მფლობელი გახდა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა დევნილ ოჯახებს ახალი ბინის გასაღებები გადასცეს.
სამინისტრომ Dirsi-ს კორპუსში 30 ოროთახიანი ბინა 1 746 310 ლარად შეისყიდა. უწყების ცნობით, საცხოვრებელი ფართები დევნილ ოჯახებზე გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა.
„Dirsi - ეს არის „მინი ქალაქი“, სადაც საცხოვრებელ კორპუსებთან ერთად განთავსებულია: საბავშო ბაღები, სკოლები, სავაჭრო-გასართობი ცენტრი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, სამედიცინო ცენტრი, კეთილმოწყობილი ეზო, საბავშვო სათამაშო მოედნები და ა.შ.
უახლოეს მომავალში, თბილისის ზღვაზე, „ოლიმპიურ სოფელში“ ბინა კიდევ 100 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
2016 წლის ბოლომდე კი, „ოლიმპიურ სოფელსა“ და მენაშენეებისგან გამოსყიდულ ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მფლობელი 400 დევნილი ოჯახი გახდება“,-აცხადებენ სამინისტროში.
თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა უკვე გადაეცა 561 დევნილ ოჯახს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.