დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის კამპანიის ბოლო დღე პოლიტიკოსებისთვის - 23 ივნისის რეფერენდუმში ხმის მისაცემად 46 მილიონზე მეტი ამომრჩეველია დარეგისტრირებული
22-06-2016, 15:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხუთშაბათს, 23 ივნისს დიდი ბრიტანეთი რეფერენდუმს მართავს. ამომრჩეველს მხოლოდ ერთ შეკითხვაზე - უნდა დარჩეს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში, თუ უნდა დატოვოს მან ეს გაერთიანება - მოუწევს პასუხის გაცემა. ევროკავშირის დატოვებისა თუ ევროკავშირში დარჩენის შესახებ გასამართ რეფერენდუმამდე რამდენიმე საათით ადრე ბრიტანელმა პოლიტიკოსებმა თავიანთი ბოლო საჯარო გამოსვლები დაასრულეს.

 

 

guardian.ge გთავაზობთ BBC-ს მიერ მომზადებული მასალის თარგმანს, რომელიც წამყვანი ბრიტანელი პოლიტიკოსების, მათ შორის პრემიერ მინისტრ დევიდ ქამერონის საარჩევნო კამპანიის ბოლო დღის ყველაზე მნიშვნელოვან გამოსვლებზეა აგებული.

 

 

როგორც BBC წერს, პრემიერ მინისტრმა დევიდ ქამერონმა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი ქორბინმა ბრისტოლსა და ლონდონში დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის მხარდასაჭერი კამპანია ჩაატარეს და მოქალაქეებს განუცხადეს, რომ ხუთშაბათს რეფერენდუმზე, „დარჩენისთვის“ ხმის მიცემა დიდი ბრიტანეთისთვის უფრო უსაფრთხო და უკეთეს მომავალს ნიშნავს.

 

 

მაგრამ ბორის ჯონსონმა, კონსერვატიული პარტიის წევრმა და ლონდონის ყოფილმა მერმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დატოვებისთვის ხმის მიცემა აჩვენებს ხალხს, „ჩვენი ქვეყნისადმი რწმენას“. ნაიჯელ ფარაჯმა, დამოუკიდებელი პარტიის ლიდერმა, კი დაჟინებით მოუწოდა ხალხს იმოქმედონ „თავიანთი გულისა და სულის გამოძახილით.“

 

 

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებას ხუთშაბათს, 23 ივნისს მოუწევს არჩევანის გაკეთება, დარჩეს თუ დატოვოს ევროკავშირი, ბლოკი, რომლის წევრიც ის 40 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაშია.

 


4-თვიანი კამპანია უმაღლეს წერტილს აღწევს და ბოლო წუთებზე ორივე მხარე იმ ამომრჩეველთათვის ხმის მიწვდენას ცდილობს, რომელთაც გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღიათ.

 

 

დევიდ ქამერონმა, რომელიც ბრისტოლში ყოფილი პრემიერ მინისტრის სერ ჯონ მეიჯორისა და ლეიბორისტების ყოფილი ლიდერის ჰარიეთ ჰარმანის გვერდით გამოჩნდა, BBC-ს განუცხადა, რომ ხუთშაბათის გადაწყვეტილება შეუქცევადი იქნება და თუკი დიდი ბრიტანეთის ამომრჩეველი დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს, უკან დაბრუნება აღარ შედგება.

 

 

„არ შეიძლება რომ თვითმფრინავიდან გადახტე და შემდეგ მფრინავის კაბინის პატარა კარების მეშვეობით უკან ამოცოცდე“, უთხრა მან BBC რადიო 4-ს.

 

 

ევროკავშირის დატოვება „მასობრივი პრობლემა“ იქნება დიდი ბრიტანეთისთვის, განაცხადა მან, რაც „ენით აღუწერელ ზიანს“ მიაყენებს ეკონომიკურ ზრდას, სამუშაო ადგილებს და ოჯახების ფინანსურ მდგომარეობას და შეაფერხებს მომავალი თაობების შესაძლებლობებს და ცხოვრების შანსებს.

 

 

„თუკი მე უნდა შემეჯამებინა ეს მთლიანი კამპანია ერთ სიტყვაში, ეს იქნებოდა შემდეგი სიტყვა - ‘ერთად’. მე ვფიქრობ, ერთად ჩვენ უფრო უკეთესად შემძლენი ვართ გავუსწორდეთ ტერორიზმისა და კლიმატის ცვლილებების გამოწვევებს, ჩვენ ვართ უფრო შემძლე გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკა, უფრო შემძლე წარვმართოთ კარგი სავაჭრო შეთანხმებები... და მე მინდა მივიღოთ კარგი შეთანხმებები, რომ მივცეთ უკეთესი შესაძლებლობები თითოეულ ადამიანს ჩვენს ქვეყანაში“.

 

 

ქამერონმა განაცხადა, რომ მას „არ სჯეროდა რომ ევროკავშირში დარჩენაში რაიმე რისკებია“, აღნიშნა რა, რომ ევროზონა იწყებდა გაჯანსაღებას ეკონომიკურად და ამას ექნებოდა დიდ ბრიტანეთში მიგრაციის დონეებზე შედეგი მას შემდეგ, რაც, როგორც ქამერონმა თქვა, „არანორმალური პერიოდი“ იყო.

 

 

მან ასევე თქვა, რომ იგი ლობირებას გაუწევს შემდგომ ცვლილებებს ევროპული სასამართლოს მმართველობის შესახებ, თუკი დიდი ბრიტანეთი ხმას მისცემს დარჩენას და განაცხადა, რომ ევროკავშირის რეფორმირების პროცესი „პარასკევს გაგრძელდება“. მან დაჟინებით დაამატა, რომ მიგრაციის ქსელის შემცირება არ იყო „არარეალისტური ამბიცია“.

 

 

მიუხედავად ამისა, ევროპული კომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ჩანდა, რომ ამ არჩევანს უარყოფდა, რადგან როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა ბრიუსელში, „გასვლა არის გასვლა“, და თუკი გასვლაზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული, „არანაირი ხელახალი მოლაპარაკებები არ იქნება.“ მან აღნიშნა, რომ დევიდ ქამერონმა თვეების განმავლობაში წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც თებერვალში დასრულდა, „იმის მაქსიმუმი მიიღო, რაც კი შეიძლებოდა რომ მიეღო“.

 

 

მაშინ როცა პარტიის მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები თავიანთ ბოლო წუთებს იყენებდნენ საარჩევნო კამპანიისას, სერ ჯონ მეიჯორმა დატოვების მხარდამჭერები დაახასიათა, როგორც „კეთილდღეობისა და აყვავებულობის საფლავის მთხრელნი“ და განაცხადა, რომ ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებამ შესაძლოა ის შედეგი გამოიღოს, რომ ბრიტანეთი დაირღვეს და მას „ნაკლები მნიშვნელობა და ნაკლები გავლენა გააჩნდეს მსოფლიოში“.

 


მაგრამ ბორის ჯონსონი და დატოვების მომხრე სხვა პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მხოლოდ ევროკავშირის დატოვებაზე მიცემულმა ხმამ შეიძლება მისცეს დიდ ბრიტანეთს ის თავისუფლება, რაც მას მისი საკუთარი კურსის ჩამოსაყალიბებლად ესაჭიროება. ჯონსონი და მისი მომხრეები უარყოფენ დარჩენის მხარდამჭერთა წინასწარმეტყველებას ეკონომიკის დაღმასვლაზე, იმ შემთხვევაში თუ ქვეყნა გავა ევროკავშირიდან.

 

 

ბილინგსგეითის თევზის ბაზარში საუბრისას ლონდონის ყოფილმა მერმა დაჟინებით მოუწოდა ხალხს „გააჩნდეთ ჩვენი ქვეყნის რწმენა“ და ხელი ჩასჭიდონ მომენტს.

 

 

„ეს არის გადამწყვეტი დრო... ეს არის დრო, მეგობრებთან და პარტნიორებთან სრულიად ახალი ურთიერთობები გაგაჩნდეს. ეს არის დრო, გულღიად ისაუბრო დემოკრატიაზე და ასეულობით მილიონი ადამიანი ევროპის გარშემო დაგვეთანხმოს ჩვენ. დროა თავი დავაღწიოთ წარუმატებელ და უუნარო ევროკავშირის სისტემას.“

 

 

თავისი საარჩევნო კამპანიის სიტყვის დასასრულს დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებელი პარტიის ლიდერმა ნაიჯელ ფარაჯმა განაცხადა, რომ ეს იყო „გრძელი, ეული გზა“ მისთვის და მისი პარტიისთვის - რომელიც ევროკავშირის დატოვების კამპანიას 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აწარმოებდა - და მას სჯეროდა, რომ მისი პარტიის მხარდამჭერები „აცოცდებოდნენ დამტვრეულ მინაზე“ რომ ხმა მიეცათ დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებისთვის.

 


 

მან დაჟინებით მოუწოდა სხვებს თავიანთი გონების კარნახით, „თავიანთი გულისა და სულის გამოძახილით“ მისცენ ხმა ხუთშაბათის რეფერენდუმზე. ფარაჯმა განაცხადა, რომ მას უნდოდა ბრიტანეთი ისეთი, რომელიც იქნება „ნორმალური ქვეყანა, რომელიც ქმნის თავის კანონებს და თავად არის თავისი ბედ-იღბლის გამომჭედელი.“

 

 

წინასწარი მონაცემებით, რომელიც საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა, ხუთშაბათის რეფერენდუმში ხმის მისაცემად 46,499,537 ადამიანია დარეგისტრირებული.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი